საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის საველე სამუშაოები საქართველოს 5 მუნიციპალიტეტის 10 ადმინისტრაციულ ერთეულში დაიწყო

 

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის საველე სამუშაოები საქართველოს 5 მუნიციპალიტეტის 10 ადმინისტრაციულ ერთეულში დაიწყო.

არსებული ინფორმაციით, სამუშაოები შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში განხორციელდება:

➤ ახმეტის მუნიციპალიტეტი – ზემო ალვანი;

➤ გურჯაანის მუნიციპალიტეტი- კაჭრეთი, ზემო კაჭრეთი;

➤ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი- სამთაწყარო, ფიროსმანი;

➤ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი- დურუნკი, კოდა, მარაბდა, წინწყარო;

➤ სიღნაღის მუნიციპალიტეტი- ანაგა;

სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მოქალაქეებისთვის უფასოა შემდეგი მომსახურებები:

მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები;
უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია;
გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება;
სანოტარო მედიაცია;
მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება;
ფაქტების კონსტატაცია;
მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენა;
მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების და მასში ცვლილების რეგისტრაცია.

“შეგახსენებთ, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტს მთელი საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიებისა და თვითმმართველი ქალაქების გარდა) 2022-2024 წლებში განახორციელებს. სააგენტოს წარმომადგენლები ეტაპობრივად აზომავენ და დაარეგისტრირებენ კერძო, მუნიციპალიტეტისა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს.

რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია მიწის ნაკვეთების სარეგისტრაციო პროცესებში მოქალაქეთა აქტიური ჩართულობა. ამისათვის საჭიროა მოქალაქეები დაელოდონ მათ დასახლებაში სისტემური რეგისტრაციის სამუშაოების დაწყებას და სააგენტოს თანამშრომლებს სწორად მიუთითონ ნაკვეთის საზღვრები”, – აღნიშნულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები