ლევან არველაძე: მეტროს ვაგონების შესყიდვასთან დაკავშირებული აჟიოტაჟი სამარცხვინოა

საკრებულოს უმრავლესობის წევრი, ლევან არველაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის მხრიდან საუბარი თითქოს დედაქალაქის მთავრობა მეტროს რუსულ ვაგონებს ყიდულობს, უბრალოდ, სირცხვილია და სხვა არაფერი. ეს განცხადება ლევან არველაძემ საკრებულოს სხდომაზე გააკეთა.

მისივე თქმით, მიწისქვეშა სამგზავრო ტრანსპორტის ვაგონების შესყიდვასთან დაკავშირებით ოპოზიცია საკითხს მისთვის ჩვეული, ბინძური მეთოდებით აყენებს.

„თბილისის მეტროს განახლების პროექტი „იბიარდ“-ის მიერ გამოყოფილი ტრანშის საფუძველზე ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც შპს “სატრანსპორტო კომპანია” გეგმავს მეტროს ვაგონების შესყიდვას. ტექნიკური სატენდერო დოკუმენტაცია, ავტრიულ საერთაშორისო საინჟინრო კომპანია ILF-თან ერთად შემუშავდა, რის საფუძველზეც მოხდა საერთაშორისო ტენდერის გამოცხადება.

„იბიარდ“- ის მიერ დადგენილი სატენდერო და ტექნიკური პირობების საფუძველზე, გამოცხადებულ ორეტაპიან ტენდერში, რომელიც 2 წლის განმავლობაში მათ ოფიციალურ საიტზე იყო გამოქვეყნებული, გამარჯვებულად გამოცხადდა სს “მეტროვაგონმაში”. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ „იბიარდ“- მა თანხის ფინანსური ანგარიშსწორება შეაჩერა. ველოდებით „იბიარდ“-ის ბორდის გადაწყვეტილებას და რა გადაწყვეტილებაც იქნება მათი მხრიდან მიღებული ჩვენ მას დავეთანხმებით“, – განაცხადა ლევან არველაძემ სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები