თბილისის მუნიციპალური ბაგა-ბაღები უკრაინის მოქალაქეების შვილებს მიიღებენ

თბილისის საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდა მუნიციპალიტეტის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ცვლილება შედის თბილისის მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებების ერთ ბავშვზე/აღსაზრდელზე გათვლილი ვაუჩერით დაფინანსების, სასკოლო მზაობის საგანმანათლებლო სახელმწიფო სტანდარტის დანერგვის, ასევე რეგისტრაციისა და მიღება-ამორიცხვის წესში, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საკრებულო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საკითხი საკრებულოს სხდომაზე თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსმა კახაბერ გვანცელაძემ წარადგინა. ამ ცვლილებებით, თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს მიეცემა უფლებამოსილება მათ მიერ დამტკიცებული შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე, რომ თბილისის მუნიციპალურ ბაგა-ბაღებში მიიღონ უკრაინის მოქალაქეების 2-დან 6-წლამდე ასაკის შვილები.

შესაბამისად, უკრაინელი ბავშვები სააღმზრდელო დაწესებულებებში მომსახურებას მიიღებენ სრულიად უფასოდ. ეს ეხება როგორც პირველ იანვრამდე შემოსულ ბინადრობის მოწმობის მქონე უკრაინელ მოქალაქეებს, მათი დარეგისტრირება მოხდება ელექტრონულად, ასევე პირველი იანვრის შემდეგ ტურისტული მიზნით შემოსულებს და ისეთ პირებს, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე საომარი ვითარების გამო ჩამოვიდნენ საქართველოში. თბილისის საკრებულოს სხდომაზე ამ საკითხს მხარი დაუჭირეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები