პენტაგონი: უკრაინა თუ რუსეთს კვლავ გაუწევს წინააღმდეგობას, პუტინი დასავლეთის მისამართით ბირთვული იარაღით მუქარას გააგრძელებს
პენტაგონის სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, შესაძლოა, პრეზიდენტმა პუტინმა გააგრძელოს დასავლეთის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა, თუკი უკრაინა გააგრძელებს რუსეთისთვის სამხედრო წინააღმდეგობის გაწევას. პენტაგონის ახალ მოხსენებაზე ამერიკის შეერთებული შტატების გენერალ-ლეიტენანტმა, სკოტ ბერიმ ისაუბრა.
“უკრაინის ტერიტორიის ნაწილის გახანგრძლივებული ოკუპაცია ძირს უთხრის რუსეთის შეიარაღებულ ძალებს და მათ თანამედროვე არსენალს ამცირებს. ამავდროულად, ბოლოდროინდელი სანქციები რუსეთს ეკონომიკურ დეპრესიაში აგდებს და დიპლომატიურ იზოლაციაში აქცევს”, – ამბობს აშშ-ის გენერალ-ლეიტენანტი, სკოტ ბერი.
მისივე შეფასებით, გამომდინარე აქედან, პუტინი სულ უფრო მეტად დაეყრდნობა საკუთარ ბირთვულ იარაღს, რათა “სიგნალი მისცეს დასავლეთს და თავისი ძალების დემონსტრირება კიდევ ერთხელ მოახდინოს შიდა და გარე აუდიტორიაზე”.