ლარი ისევ გამყარდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული განახლებული კურსის თანახმად, 19 მარტს ერთი ამერიკული დოლარი 3.2096 ლარი ეღირება, ევრო – 3.5431 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.2145 ლარი.
დღევანდელი ოფიციალური კურსით კი ერთი ამერიკული დოლარი 3.2274 ლარი ღირდა, ევრო – 3.5485 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.2150 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალიდან, 19 მარტიდან შევა.