ბოლნისის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციულ ერთეულებში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სოფლის კრებები და კონსულტაციები კვლავ მიმდინარეობს.

სოფელ რაჭისუბნისა და ქვემო ბოლნისის მოსახლეობას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა და   სოფლებში არსებულ საკითხებს ადგილზე გაეცნო.

არსებული ინფორმაციით, ხმათა უმრავლესობით, სოფელ რაჭისუბანში გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოები დასრულდება, ქვემო ბოლნისში კი სასმელი წყლის დაზიანებულ მილს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 714 000 ლარია გამოყოფილი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები