ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი და ბულგარეთი რუს დიპლომატებს აძევებენ

ევროპის რამდენიმე სახელმწიფომ რუს დიპლომატებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ამის შესახებ BBC-ის რუსული რედაქცია იუწყება.

არსებული ინფორმაციით, ბულგარეთის ხელისუფლებამ ქვეყნიდან ათი რუსი დიპლომატი გააძევა, ლიეტუვამ – ოთხი, ლატვიამ და ესტონეთმა კი სამ-სამი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღეს.

რუსი დიპლომატების ქვეყნიდან გაძევების ოფიციალურ მიზეზად “დიპლომატიურ სტატუსთან მათი შეუთავსებელი საქმიანობა” სახელდება.

ცნობისთვის, მანამდე, ევროპარლამენტმა რუს და ბელარუს დიპლომატებს ბრიუსელისა და სტრასბურგის პარლამენტის რეზიდენციებში შესვლა აუკრძალა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები