რუსეთის პრეზიდენტის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი პუტინს “პირად შეურაცხყოფას” აყენებს.
ინფორმაციას სააგენტო ”როიტერი” ავრცელებს.
მისი თქმით, კრემლი ითვალისწინებს ბაიდენის “გამოფიტვას”, “გაღიზიანებასა” და “ზოგჯერ გულმავიწყობას”, ამიტომ, საპასუხო კომენტარს არ აპირებს.
“ბაიდენის ასეთი გაღიზიანების, გამოფიტვისა და ხშირი გულმავიწყობის გათვალისწინებით… იმ გამოფიტვის გათვალისწინებით, რომელიც იწვევს აგრესიულ განცხადებებს, ჩვენ არ გავაკეთებთ მკაცრ შეფასებებს, რათა არ გამოვიწვიოთ მეტი აგრესია”, – თქვა პესკოვმა.
ცნობისთვის, ბაიდენმა გუშინ, 17 მარტს წმინდა პატრიკისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე გამოსვლისას პუტინს “ნამდვილი ყაჩაღი” და “მკვლელი დიქტატორი” უწოდა.