უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ომის დასრულების ორ სცენარს ასახელებს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ომის დასრულების ორი შესაძლო სცენარი დაასახელა. მისი აზრით, ორ ვარიანტს შორის უფრო რეალური უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაა. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა Pravda წერს.
„ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერ ომს ორი დასასრული აქვს. პირველი – ეს არის ერთ-ერთი მხარის უპირობო ტოტალური დამარცხება – ის, რის მიღწევასაც რუსეთი თავდაპირველად ცდილობდა. და მეორე – შეთანხმება, ორივე მხარისათვის მისაღები გადაწყვეტილებების ძიება და დაფიქსირება“, – განაცხადა კულებამ.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ შეთანხმება, პირველ ყოვლისა, უკრაინისათვის უნდა იყოს მომგებიანი.
„ამიტომ, უკრაინის და არა რუსეთის თვალსაზრისით, ნათლად და ფხიზლად უნდა გვესმოდეს, რომ ან ბოლომდე უნდა მივუდგეთ ომს, რის შედეგადაც ჩვენ უპირობოდ დაამარცხებთ რუსეთი, ან უნდა არსებობდეს შეთანხმება, რომელსაც უკრაინისათვის ხელსაყრელი პირობები ექნება. მე ვფიქრობ, რომ მეორე ვარიანტი უფრო რეალურია“, – აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.