ოზურგეთში სოციალურად დაუცველთა დასაქმების მასშტაბური პროგრამა იწყება

ოზურგეთში სოციალურად დაუცველთა დასაქმების მასშტაბური პროგრამა იწყება. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პროგრამა საზოგადოებრივ სამუშაოებზე სოციალურად დაუცველი ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირის დასაქმებას გულისხმობს.

„ პრემიერ მინისტრის და მთავრობის ინიციატივით, ოზურგეთშიც ვიწყებთ სოციალურად დაუცველთა დასაქმების მასშტაბურ პროგრამას, რომელიც გულისხმობს საზოგადოებრივ სამუშაოებზე სოციალურად დაუცველი ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირის დასაქმებას. ამ პროგრამით დასაქმება ნიშნავს დამატებით შემოსავალს სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის და არამც და არამც არ გულისხმობს დასაქმების შემთხვევაში, მათთვის სოციალური დახმარების შეწყვეტას, პირიქით მომდევნო 4 წლის განმავლობაში ეს ოჯახები არ დაექვემდებარებიან გადამოწმებას და გარანტირებულად შეუნარჩუნდებათ დანიშნული ფულადი და არაფულადი სიკეთეები. მინდა ჩემს მოადგილეებს ვთხოვო, მაქსიმალურად უზრუნველყონ მოქალაქეებისთვის ამ ინფორმაციის მიწოდება და მათი ჩართვა პროგრამაში“ – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები