ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან თბილისში 414 გამოვლინდა, აჭარაში – 27, იმერეთში – 107

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 872 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 414 შემთხვევა, აჭარა – 27, იმერეთი – 107, ქვემო ქართლი – 33, შიდა ქართლი – 42, გურია – 60, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 84, კახეთი – 61, მცხეთა-მთიანეთი – 21, სამცხე-ჯავახეთი – 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 28 970 საიდანაც, 920 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 433, აჭარაში – 69, იმერეთში – 212.

რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 249 პირი, მათ შორის, თბილისში – 125, აჭარაში – 35, იმერეთში – 43. 28 050 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 640 550 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 594 924, გარდაიცვალა 16 630 პაციენტი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები