ეკოლიდერთა სკოლაში მოსწავლეების მიღება დაიწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა ეკოლიდერთა სკოლაში მოსწავლეების მიღება დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, IX-XII კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა ეძლევათ, გაიღრმავონ ცოდნა გარემოსდაცვით საკითხებში. პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდები მიიღებენ ინფორმაციას სად და როდის ჩამოყალიბდა გარემოსდაცვითი მოძრობა „გარემოს დაცვა და საქართველო“, გაეცნობიან ადამიანის უფლებებს ეკოლოგიური მიმართულებით, ნარჩენების მართვის მნიშვნელობას და არსებულ საუკეთესო პრაქტიკას, ბიომრავალფეროვნებისა და დაცული ტერიტორიების მნიშვნელობას, კლიმატის ცვლილების გავლენას და გარემოსდაცვითი განათლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის როლს გარემოს დაცვაში. მონაწილეთა შერჩევა მოხდება განაცხადებისა და გასაუბრების საფუძველზე.

ეკოლიდერთა სკოლა 2022 დისტანციურად, ZOOM-ის პლატფორმით განხორციელდება. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 31 მარტი. ეკოლიდერთა სკოლა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწალო პროგრამაა, რომლის მიზანი ახალგაზრდა თაობისათვის გარემოსდაცვითი საკითხების სწავლება და ამ მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები