საჩხერის მუნიციპალიტეტში, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა
არგვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა. “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე მოქალაქეებმა ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან ერთად იმსჯელეს. გადაწყვეტილებების მიღება მოსახლეობის ხმათა უმრავლესობით მოხდა. ამის შესახებ “კვირას” საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
“სოფელ ბახიოთს გამოყოფილი ჰქონდა 12 000 ლარი. დასახელებულ საკითხებს წარმოადგენდა:
დარბაზის კეთილმოწყობის გაგრძელება
შიდა საუბნო გზების მოწყობა
შიდა საუბნო გზების მოხრეშვები.
გამარჯვებულია მე-2 პროექტი.
სოფელ შალაურს გამოყოფილი აქვს 10 000 ლარი. დასახელებულ საკითხებს წარმოადგენდა:
შიდა საუბნო გზების მოწყობა
სკვერის მოწყობა
გამარჯვებულია 1-ლი პროექტი.
სოფელ მახათაურს გამოყოფილი აქვს 16 000 ლარი. დასახელებულ საკითხებს წარმოადგენდა:
სკვერის კეთილმოწყობის გაგრძელება
შიდა საუბნო გზების მოწყობა
მოსახლეობამ აქ ერთხმად გადაწყვიტა სკვერის კეთილმოწყობის გაგრძელება.
სოფელ ცხამს გამოყოფილი აქვს 16 000 ლარი. დასახელებული საკითხები იყო:
სანიაღვრე არხის მოწყობა სოფლის ცენტრალურ გზაზე
დარბაზის მიმდებარედ გზის რეაბილიტაცია
შიდა საუბნო გზის მოწყობა ლაშის უბნის დასაწყისიდან
გადაწყდა მე-3 პროექტი.
სოფელ დურევს გამოყოფილი აქვს 10 000 ლარი. მოსახლეობამ 2 საკითხი დააყენა:
დარბაზისთვის ინვენტარის შეძენა.
საბავშვო ატრაქციონების მოწყობა.
გამარჯვებულია მე-2 პროექტი.
სოფელი იტავაზისათვის გამოყოფილი თანხა 16 000 ლარს შეადგენს. დასახელებული საკითხები იყო:
სასაფლაოსკენ მიმვალ გზაზე რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა
გოგობერიშვილების უბანში გზაზე რკინა ბეტონის საფარის მოწყობა
გამარჯვებულია 1-ლი პროექტი.
სოფელ არგვეთს გამოეყო 16 000 ლარი. მოსახლეობამ შემდეგი საკითხები დაასახელა:
სპორტული მოედნის მშენებლობის გაგრძელება
ბაღის ეზოს კეთილმოწყობა
გოგოლაძეების უბანში რკინა-ბეტონის საფარის მოწყობა
გამარჯვებულია 1-ლი პროექტი.
სოფელ სავანეს გამოეყო 20 000 ლარი. აქ მოსახლეობამ დაასახელა შემდეგი პროექტები:
სანიაღვრე არხების მოწყობა
შიდა საუბნო გზების მოწყობა
გაიმარჯვა 1-მა პროექტმა.
სოფელ იცქისს გამოეყო 12 000 ლარი. მოსახლეობამ აქ 2 საკითხი დააყენა.
გარე განათების მოწყობა
სასაფლაოსკენ მიმავალი გზის მოწყობა.
ადგილობრივებმა გადაწყვიტეს 1-ლი პროექტის განხორციელება.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფლებში შეხვედრები კვლავ გაგრძელდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.