ბლინკენი: აშშ ვერ ხედავს ნიშნებს, რომ პუტინი მზად არის, შეჩერდეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, შეერთებული შტატები ვერ ხედავს ნიშანს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მზად არის, ომი დიპლომატიური გზით დაასრულოს.

“ამჟამად, ვერ ვხედავ ნიშანს, რომ პუტინი მზად არის, შეჩერდეს. პირიქით, თუ მის ბოლო განცხადებებს მოვუსმენთ, ისინი გვაფიქრებინებს, რომ ის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს”, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

სახელმწიფო მდივანმა ასევე დასძინა, რომ დიპლომატია მოითხოვს მოლაპარაკებაში მონაწილე ორივე მხარისგან პასუხისმგებლობასა და დაუყოვნებლივ დეესკალაციას. თუმცა, მისი თქმით, რუსეთი არ არის განწყობილი, აწარმოოს მოლაპარაკება.

„მე არ მინახავს რუსეთის მხრიდან რაიმე მნიშვნელოვანი ძალისხმევა დიპლომატიური გზით ამ ომის დასასრულებლად“, – თქვა ბლინკენმა.

დიპლომატის თქმით, ვაშინგტონი მტკიცედ დაუჭერს მხარს კიევის ძალისხმევას, დეესკალაცია დიპლომატიური გზით მოხდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები