მამუკა მდინარაძე: ოპოზიციის ნაწილი მახსენებს თავის ჯალათ ლიდერს, რომელსაც არასდროს შევხვედრივარ

„წლების განმავლობაში მიდის კამპანია -ხან ადეიშვილს მახსენებენ და ხან რაღაცას, მახსენებენ თავის ჯალათ ლიდერს, რომელიც ცხოვრებაში თვალით ნანახი არ მყავს, თითქოს მასთან ვიყავი ალიანსში და მის საქმეებს აკეთებდი”,- ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს.

„თან რა ხალხია, ამბობენ, რომ მათ ლიდერთან ვიყავი ალიანსში და ეს ეთაკილებათ ვიღაცისთვის და საკუთარი თავისთვის კარგია ის ჯალათი, სამწუხაროდ, დღეს ჩვენი მეგობარი ქვეყნის სერიოზულ შეხვედრებზე რომ ზის. ის იყო „დავარცხნილი” ჯალათი, კაბინეტში მჯდომი, რომელიც სხვისი ხელით ასრულებდა იმ უბედურებას, რაც გვახსოვს და რის გამეორებაც არ მინდა. და მეორე – ადგა ის ქალბატონი, მერვე კლასში ვიყავიო, მიშას სადღეგრძელოებს ვსვამდით სკამზე დამდგარიო და მერე ვნახე მისი ბიოგრაფია და რამდენიმე წლით ჩემზე პატარაა.

მე მაშინ სტუდენტი ვიყავი და ხომ არ იცით, რატომ ვსვამდი, რა მინდოდა? ან ესეც რომ ეთაკილებათ სხვისთვის, მისი მოწოდებების უსიტყვო შემსრულებლები რომ არიან. ან რა გაშავება და პიარის რა ხერხია, ვერ ვხვდები. ვამბობ და მეორედ ამას აღარ გავიმეორებ – დაიმახსოვროს თითოეულმა მათგანმა, მთელი ცხოვრება ვაგინებდი, ყველგან, სადაც ამის საშუალება მქონდა”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები