იაროსლავ კაჩინსკი: ჩემი ძმის ძეგლის გახსნა არის იმის მაგალითი და დასტური, რომ ჩვენი კავშირი, ჩვენი მეგობრობა უფრო მყარი და მჭიდრო ხდება

პოლონეთის პრემიერმინისტრის ადმინისტრაციის უფროსმა, სახელმწიფო მდივანმა, მიხაილ დვორჩიკმა ბათუმში, ახალ ბულვარში, პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ძეგლის გახსნაზე, იაროსლავ კაჩინსკის წერილი წაიკითხა. იაროსლავ კაჩინსკი წერილში მადლობას უხდის ყველა დაწესებულებასა და უწყებას, ადამიანს, რომლებმაც გააკეთეს ყველაფერი, რათა ძეგლი გახსნილიყო.

„დიდი პატივი მაქვს, მოგმართოთ თქვენ და რამდენიმე სიტყვა ვუთხრა ქართველ ხალხს. ჩემთვის ძალიან დიდია მოვლენა, რომ ჩემი ძმის, ლეხ კაჩინსკის ძეგლი გაიხსნა საქართველოში, ბათუმში. ძალიან პატივს ვცემ ჟესტებს, რომლებსაც ქართველი ხალხი ჩემი ძმის პატივსაცემად გამოხატავს. მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა დაწესებულებასა და უწყებას, ადამიანს, რომლებმაც გააკეთეს ყველაფერი, რათა ძეგლი აქ გახსნილიყო, ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ამ ჟესტისთვის. საქართველოს მოქალაქეებო, მოგმართავთ თქვენ, რომ ჩემი ძმის მოღვაწეობაში საქართველო იკავებდა ძალიან დიდ ადგილს. ლეხ კაჩინსკის შეეძლო მსხვერპლი და რისკი გაეწია იმისთვის, რომ დაედასტურებინა თავისი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და როდესაც ის ჩამოვიდა სხვა ქვეყნების პრეზიდენტებთან ერთად და შემდეგ ევროარენაზე გამოხატავდა საქართველოს ინტერესებს.

საქართველო, რომელიც დგას ევროატლანტიკურ გზაზე და ის თვლიდა, არწმუნებდა ყველას, რომ თუნდაც მცირე, პატარა ქვეყანას, როგორიც არის საქართველო, აქვს უფლება გადაწყვიტოს თავისი გეზი და საერთაშორისო პოლიტიკის ურთიერთობებს ის აღიქვამდა, როგორც პარტნიორულ ურთიერთობებს. ის ყველა ღონეს იღებდა იმისთვის, რომ დაეჭირა მხარი საქართველოსთვის. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ძმური კავშირი, რომელიც აკავშირებდა ჩვენს ერებს და ჩვენ ორ ქვეყანას და ცდილობდა ამ მეგობრობის და ურთიერთობების უფრო მეტად გამყარებას. ჩემი ძმის ძეგლის გახსნა არის იმის მაგალითი და დასტური, რომ ჩვენი კავშირი, ჩვენი მეგობრობა უფრო მყარი და მჭიდრო ხდება. ძალიან დიდი პატივისცემით, იაროსლავ კაჩინსკი”, – აღნიშნავს იაროსლავ კაჩინსკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები