თეა ახვლედიანი საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელთან, ნიკ ბერესფორდთან. ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.

მათი ცნობით, მხარეებმა დეტალურად განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ჰუმანიტარული და უფლებრივი ვითარება. განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების მიმდინარეობაზე, მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო ხედვებზე გამახვილდა. აღნიშნულ კონტექსტში, სახელმწიფო მინისტრმა UNDP-ის მუდმივ წარმომადგენელს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესის თაობაზე, რომელიც მიზნად ისახავს ხელოვნურად დაშორებულ მოსახლეობას შორის შერიგების პროცესში არსებითი პროგრესის მიღწევას, ნდობის აღდგენის, ჩართულობისა და დიალოგის გზით, რაც ახლებურ ხედვებს, მიზნებსა და პრიორიტეტებს დაეყრდნობა.

სახელმწიფო მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი UNDP-ის როლისა და აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, მათ შორის, ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესში. თავის მხრივ, ნიკ ბერესფორდმა ძალზე დადებითად შეაფასა ქართული მხარის ძალისხმევა და სახელმწიფო მინისტრის აპარატთან შემდგომი მჭიდრო თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები