საქართველოს პროკურორთა კონფერენცია საპროკურორო საბჭოს ახალ პროკურორ წევრებს აირჩევს

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, საქართველოს პროკურორთა კონფერენციის თავმჯდომარემ ირაკლი შოთაძემ 25 მარტს, 10:00 საათზე, საქართველოს პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კრება – საქართველოს პროკურორთა კონფერენცია მოიწვია.
პროკურატურის ინფორმაციით,
საქართველოს პროკურორთა კონფერენციაზე, პროკურორები და პროკურატურის გამომძიებლები საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატებიდან, ფარული კენჭისყრით საპროკურორო საბჭოს 3 ახალ პროკურორ წევრს აირჩევენ.

,,პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საპროკურორო საბჭო არჩეული 15 წევრისგან შედგება, საიდანაც 8 არის პროკურორი წევრი.

საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს პროკურორი ან პროკურატურის გამომძიებელი, რომელსაც აქვს იურისტად მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის პროკურორად ან/და პროკურატურის გამომძიებლად მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება.

საპროკურორო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი, აღნიშნული ვადის ამოწურვისთანავე საბჭოს წევრს უწყდება უფლებამოსილება. საპროკურორო საბჭოს წევრს, უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება ასევე, თუ ის დაიკავებს საპროკურორო საბჭოს წევრობასთან შეუთავსებელ თანამდებობას.

საპროკურორო საბჭო საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლის შესაბამისად, პროკურატურის დამოუკიდებლობას და გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.

აქვე გაცნობებთ, რომ საქართველოს პროკურორთა კონფერენცია არის ღია და მისი საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, კონფერენციაზე მოწვეულნი არიან მედიის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საქართველოს პროკურორთა კონფერენციის აკრედიტაციის მისაღებად, შესაბამისმა ორგანიზაციებმა წერილობითი განცხადებით უნდა მომართონ საქართველოს გენერალური პროკურატურის კანცელარიას, ან გამოგზავნონ განაცხადი საქართველოს პროკურატურის ელექტრონულ ფოსტაზე -presscenter@pog.gov.ge 2022 წლის 23 მარტს, 18:00 საათამდე”, – აცხადებენ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები