შოლცი: ნატო უკრაინის ომში სამხედრო ჩარევას არ აპირებს

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებში ნატო სამხედრო ჩარევას არ აპირებს.

ამის შესახებ მან ბერლინში, ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვა.

“ერთი რამ არის ცხადი, რომ ნატო ომში სამხედრო გზით არ ჩაერევა”, – განაცხადა შოლცმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები