ირმა ზავრადაშვილი – „რადგან ვეღარ გაიგებ, დღეს ქვეყანას გარეთ უფრო მეტი მტერი ჰყავს თუ შიგნით, არ დამეზარება და ყველა ტრიბუნას გამოვიყენებ იმისთვის, რომ ვთქვა – პოლიციელი გმირია”

„რადგან ვეღარ გაიგებ, დღეს ქვეყანას გარეთ უფრო მეტი მტერი ჰყავს თუ შიგნით, არ დამეზარება და ყველა ტრიბუნას გამოვიყენებ იმისთვის, რომ ვთქვა – პოლიციელი გმირია”, – ამის შესახებ ირმა ზავრადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ვახტანგ გომელაურს მინისტრის საათის ფორმატში უსმენენ.

დეპუტატმა მინისტრს კითხვით მიმართა და სთხოვა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღეს არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ინფორმაცია მიეწოდებინა. დეპუტატი ასევე დაინტერესდა, რა რეჟიმში უწევთ მუშაობა მესაზღვრეებს, პოლიციელებს და ზოგადად, ძალოვანი უწყების თანამშრომლებს, „საზოგადოების ჩვეულებრივი წევრებისთვის უფრო მეტად გასაგები რომ გახდეს და უფრო მეტად დაფასდეს მათი შრომა გთხოვთ გვიპასუხოთ რა რეჟიმში უწევს დღეს თქვეს თანამშრომლებს – მესაზღვრეებს ან პოლიციელებს მუშაობა. დიახ, არ დავიზარებ და კიდევ ერთხელ ვიტყვი – პოლიციელი გმირია”, – აღნიშნა ირმა ზავრადაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები