ალუდა ღუდუშაური: ვიღაცებს დაავიწყდათ, რომ პოლიცია იყო, როგორც სადამსჯელო ღონისძიების ერთ-ერთი ინსტრუმენტი – ვიღაცებს ეტყობა დაავიწყდათ ისიც, რომ უწყების ხელმძღვანელები ითხოვდნენ გვამებს

„მე მინდა, ზოგიერთი გზააბნეული პოლიტიკოსის გასაგონად ვთქვა, ეს მარტო ანგარიში არ არის, მეგობრებო, კოლეგებო. იმათ, ვისაც არ გინდათ რეალობის დანახვა, ამის უკან დგას ძალიან ბევრი გაკეთებული საქმე”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის „მინისტრის საათის“ ფორმატში მოსმენისას განაცხადა.

მისივე თქმით, ვიღაცებს დაავიწყდათ, რომ პოლიცია სადამსჯელო ღონისძიების ერთ-ერთი ინსტრუმენტი იყო.

„მე მინდა, ზოგიერთი გზააბნეული პოლიტიკოსის გასაგონად ვთქვა, ეს მარტო ანგარიში არ არის, მეგობრებო, კოლეგებო. იმათ, ვისაც არ გინდათ რეალობის დანახვა, ამის უკან დგას ძალიან ბევრი გაკეთებული საქმე, რომელიც შეიძლება აქ არ იყოს. აქ მოვისმინეთ, არმაზ ახვლედიანი ამბობდა, რომ პარტიულ პოლიციად აქციეთ პოლიციაო, პირიქით, მინდა, მადლობა გითხრათ პირადად თქვენ, თითოეულ პოლიციელს. დღეს პოლიცია არის ხალხთან ერთად, ხალხის და საქართველოს პოლიცია, ამისთვის განსაკუთრებული მადლობა. ვიღაცებს დაავიწყდათ, როგორ ესროდნენ და როგორ ერთობოდნენ ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანების ხარჯზე “კისტის თოფის” დამიზნებით. ვიღაცებს დაავიწყდათ ეს. ვიღაცებს დაავიწყდათ, რომ პოლიცია იყო ზუსტად როგორც სადამსჯელო ღონისძიების ერთ-ერთი ინსტრუმენტი და ვიღაცებს ეტყობა დაავიწყდათ, რომ დიახ, უწყების ხელმძღვანელები ითხოვდნენ გვამებს. ამაში აერიათ ვიღაცებს, ეს ასე არ არის“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები