ენტონი ბლინკენი: ჩვენ ეს ვნახეთ საქართველოში 2008 წელს – კრემლი მუდმივად იგონებს ტყუილებს, რათა სხვა დაადანაშაულოს და საკუთარი სისასტიკე გაამართლოს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მუდმივად ცრუობს, რათა საკუთარი სისასტიკე გაამართლოს.

“ჩვენ ეს ვნახეთ საქართველოში 2008 წელს, აღმოსავლეთ უკრაინაში – 2014 წელს, სირიაში  – 2018 წელს, დიდ ბრიტანეთში – 2018 წელს. ახლა, 2022 წელს ისევ იგივე ხდება უკრაინაში. კრემლი მუდმივად იგონებს ტყუილებს, რათა სხვა დაადანაშაულოს და ამით ცდილობს, საკუთარი სისასტიკე გაამართლოს”, – წერს ენტონი ბლინკენი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სოციალურ ქსელში განცხადებასთან ერთად ვიდეოც გამოაქვეყნა, რომლითაც კრემლს ტყუილების შეწყვეტისკენ მოუწოდა. ენტონი ბლინკენის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში იმ დეზინფორმაციაზეა საუბარი, რომელსაც პუტინი საქართველოს, უკრაინის, სირიისა და ბრიტანეთის წინააღმდეგ წლების განმავლობაში იყენებდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები