საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე წლის განმავლობაში პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობის თითქმის 50% მოდის

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე წლის განმავლობაში პარლამენტის საკანონმდებლო საქმიანობის თითქმის 50% მოდის, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ სესიაზე განაცხადა, სადაც კომიტეტის მიერ 2021 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.

როგორც კოვზანაძემ სესიაზე განაცხადა, კომიტეტმა 2021 წლის განმავლობაში 35 სხდომა ჩაატარა, რომელზეც 492 საკითხი განიხილეს, მათ შორის, 260 საკითხზე კომიტეტი იყო წამყვანი, ხოლო 232 საკითხზე – სავალდებულო.

„ერთი წლის განმავლობაში კომიტეტის სხდომაზე მოვისმინეთ პარლამენტისადმი ანგარიშვალდებული ორგანოების 11 სხვადასხვა სახის ანგარიში. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, გასულ წელს სამი საბიუჯეტო პროცესი გვქონდა: პირველი დაგეგმილი – 2022 წლის ბიუჯეტის განხილვა და დამტკიცება, ხოლო ორჯერ განხორციელდა ცვლილებები 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 22 ივლისს და 2 დეკემბერს“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

დღეს პარლამენტმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ 2021 წელს გაწეული საქმიანობის 83 გვერდიანი ანგარიში მოისმინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები