“წითელ ხაზად მომავალშიც დარჩება” – შოლცი უკრაინაში ნატო-ს სამშვიდობო მისიის გაგზავნას მხარს არ უჭერს

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი უკრაინაში ნატო-ს სამშვიდობო მისიის გაგზავნასთან დაკავშირებით პოლონეთის ინიციატივას მხარს არ უჭერს.

ამის შესახებ Spiegel-ი წერს.

როგორც გერმანიის მთავრობის სპიკერმა, შტეფენ გებეშტრაიტმა განაცხადა, შოლცმა წარსულში უკვე „მკაფიოდ თქვა”, რომ „ალიანსის ფარგლებს გარეთ ან უკრაინაში ნატო-ს არცერთი პერსონალი, ნატო-ს არცერთი ჯარისკაცი არ უნდა გაიგზავნოს”.

მისი თქმით, ეს წითელ ხაზად მომავალშიც დარჩება.

გებეშტრაიტმა აღნიშნა, რომ არ შეიძლება მკაფიო ხაზის გავლება ნატო-ს „ჰუმანიტარული დახმარების მისიას, სამაშველო მისიას“ ან ნატო-ს „საბრძოლო მისიას“ შორის.

მისი თქმით, საფრანგეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტები ყოველთვის უარს ამბობდნენ უკრაინაში ნატო-ს ძალების განთავსებაზე.

ნატო-ს სამშვიდობო მისიის გაგზავნის ინიციატივით პოლონეთის ვიცეპრემიერი და მმართველი, პარტია “კანონისა და სამართლიანობის” თავმჯდომარე, იაროსლავ კაჩინსკი გამოვიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები