ლარი მცირედით გაუფასურდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული განახლებული კურსის თანახმად, 17 მარტს ერთი ამერიკული დოლარი 3.2274 ლარი ეღირება, ევრო – 3.5485 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.2150 ლარი.
დღევანდელი ოფიციალური კურსით კი ერთი ამერიკული დოლარი 3.2178 ლარი ღირდა, ევრო – 3.5383 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.1944 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ძალაში ხვალიდან, 17 მარტიდან შევა.