გიორგი კახიანი: უცნაურია, რომ როდესაც პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე მოხსენებით წარდგა, არაფერი უთქვამს ევროპაში გამართული შეხვედრების კონკრეტულ შინაარსზე

კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი არის პრეზიდენტის მხრიდან პირდაპირ თუ ირიბად დადასტურებული და არ მგონია, რომ ამაზე დამატებითი კითხვები გაჩნდეს, ეს ვიზიტი ოფიციალური იყო თუ კერძო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა განაცხადა.

მისი თქმით, უცნაურია, რომ პარლამენტში მოხსენების წარდგენისას პრეზიდენტს ევროპაში გამართული შეხვედრების კონკრეტულ შინაარსზე არაფერი უთქვამს.

“ვინ შეიძლება, წარმოიდგინოს, რომ სხვა სახელმწიფოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე კერძო საკითხებზე იყო საუბარი. გარდა ამისა, 5 მარტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის მიზეზად დასახელდა ის, რომ პრეზიდენტს სურდა, იმ ვიზიტებზე ესაუბრა, რაც მას ამ ხნის განმავლობაში ჰქონდა. რეალურად, მან ეს დაადასტურა, რომ იქ სულ სხვა თემებზე იყო საუბარი. თუმცა, ისიც უცნაურია, რომ როდესაც პრეზიდენტი უკვე წარდგა პარლამენტის წინაშე მოხსენებით, საერთოდ არაფერი უთქვამს ამ შეხვედრების კონკრეტულ შინაარსზე. კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი არის პრეზიდენტის მხრიდან პირდაპირ თუ ირიბად დადასტურებული და არ მგონია, რომ ამაზე დამატებითი კითხვები გაჩნდეს, ეს ვიზიტი ოფიციალური იყო თუ კერძო”, – განაცხადა კახიანმა.

მისივე განცხადებით, ევროპაში პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა არანაირად არ ნიშნავს იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას. კახიანის განმარტებით, კომპეტენციათა დავების განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციაა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები