ლევან იოსელიანი: ასეთ კრიზისულ ვითარებაში ინსტიტუციური დაპირისპირების დრო არ არის

„არის თუ არა იმის დრო, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანოს მთავრობამ? ახლა, ასეთ კრიზისულ ვითარებაში ამის დროა? ინსტიტუციური დაპირისპირების დროა? მგონია, რომ არ არის”, – ამის შესახებ “მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ფაქტია, რომ სალომე ზურაბიშვილი საზღვარგარეთ ქვეყნის ევროინტეგრაციაზე სასაუბროდ წავიდა.

„არის თუ არა იმის დრო, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანოს მთავრობამ? ახლა ასეთ კრიზისულ ვითარებაში ამის დროა? ინსტიტუციური დაპირისპირების დროა? მგონია, რომ არ არის. თუ ვინმესთვის მნიშვნელოვანია კონსტიტუციური უფლებამოსილების გამიჯვნა, სჯობს, ახლა თავი შეიკავოს, შემდეგ გავარკვიოთ, პრეზიდენტს რისი უფლება ჰქონდა და რისი არა. ფაქტია, რომ პრეზიდენტი საზღვარგარეთ თავის პირად საქმეზე არ წასულა, წავიდა ქვეყნის ევროინტეგრაციაზე სასაუბროდ და ევროპელ ლიდერებს საქართველოს ინტერესებზე ესაუბრებოდა, რასაც კონსტიტუცია ავალდებულებს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ცნობისთვის, “ქართული ოცნების” პოლიტიკურმა საბჭომ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომ მთავრობა იძულებული ხდება, უახლოეს მომავალში მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის დადასტურება მოითხოვოს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები