სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება მიხეილ სააკაშვილის პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემასთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. ამასთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.
“ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებულია ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებით. კანონის უზენაესობის დაცვა ნიშნავს ორივეს: დემოკრატიულ საზოგადოებაში ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს და სამართლებრივი სისტემა არ უნდა იყოს გამოყენებული, როგორც პოლიტიკური იარაღი. ჩვენ ვაკვირდებით ამას და სხვა მსგავს საქმეებს და განვაგრძობთ საქართველოს ოფიციალური პირებისთვის კანონის უზენაესობის მკაცრად დაცვის მნიშვნელობის ხაზგასმას”, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.