საქართველოში კორონავირუსის 1 099 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 800 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 1 099 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამავე ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 800 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 10 პაციენტი.