თამარ ტალიაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ქალ პარლამენტართა ჯგუფს სიტყვით მიმართა
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, თამარ ტალიაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივნის, დესპინა ჩაცივასილოუ-ცოვილის ინიციატივით შექმნილ ასამბლეის ქალ პარლამენტართა ჯგუფის – „ქალები და მშვიდობა“ წევრებს სიტყვით მიმართა.
მან უკრაინაში რუსეთის მიმართ განხორციელებულ აგრესიაზე ისაუბრა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ის იმ ქვეყნის სახელით საუბრობს, რომელმაც რუსეთის ფედერაციის მხრიდან ომი და სისასტიკე თავადაც გამოსცადა.
„მე აქ წარმოვადგენ საქართველოს დელეგაციას, ვსაუბრობ იმ ქვეყნისა და ხალხის სახელით, რომელმაც საკუთარ თავზე არაერთხელ გამოსცადა რუსეთის აგრესიული ომის სისასტიკე. Მე თვითონ ვარ მოწმე ბევრი ტკივილის ჩემი ბავშვობისა და სიყრმის ასაკიდან. ეს ტკივილი გვაერთიანებს ქართველებსა და უკრაინელებს. დღეს ჩვენ ვკონცენტრირდებით ამ ომის უმძიმესი ჰუმანიტარული შედეგების განეიტრალიზებაზე. თუმცა არსებობს კიდევ მნიშვნელოვანი პოლიტიკური და დიპლომატიური საკითხები, რომელიც არსებითია ომის დასრულებისა და მშვიდობის აღდგენისათვის. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი მაქსიმუმი ამ კრიზისის შესაჩერებლად და უკრაინის გვერდში დგომისათვის. რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველი დღიდან მე მუდმივ კონტაქტზე ვარ უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელთან მარია მეზენცევასთან და მინდა გაგიზიაროთ მისი საოცარი სიმამაცისა და საკუთარ ხალხზე ზრუნვის თაობაზე”, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ქალ პარლამენტართა ჯგუფის შეხვედრაზე.
მან ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ წარმოებულ ჰიბრიდული ომზეც.
„მე დღეს ასევე ვსაუბრობ საპარლამენტო ასამბლეის მედიისა და საინფორმაციო საზოგადოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარის პოზიციიდან. მინდა დაგარწმუნოთ, რომ მილიტარისტული თავდასხმის გარდა ამ ომს ფართო ჰიბრიდული ომის განზომილება გააჩნია. ამ ასპარეზზეც რუსეთი დიდ ძალისხმევას ხარჯავს. ბოლო პერიოდში მაგალითად მოწმენი გავხდით დეზინფორმაციულია პროპაგანდისა, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოსა და უკრაინის მეგობრობისათვის ჩრდილის მიყენებას, უკრაინელი ხალხისადმი საქართველოს მხარდაჭერის დაკნინებას. ამ ჰიბრიდულ პროპაგანდას დიდი ზეგავლენა გააჩნია. რუსეთი მოქმედებს პრინციპით – გაყავი და იბატონე.
ბოლოს მინდა გაგიზიაროთ რომ ჩემს კოლეგა ქალ პარლამენტარებთან ერთად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მხარდაჭერით დავაორგანიზეთ ჩვენი მხარდამჭერი ვიზიტი ომის გამო საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებთან. ჩვენ ვზრუნავთ იმაზე რომ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს საქართველოში ჰქონდეთ ყველაფერი რაც სჭირდებათ. საქართველოში მთავრობასთან ერთად მუნიციპალიტეტებიც ჩართული არიან ჰუმანიტარულ ძალისხმევაში, მაგალითად თბილისის მერი პირდაპირ კომუნიკაციაშია კიევის მერთან და ვფიქრობ რომ მუნიციპალიტეტების დონეზეც ბევრი მნიშვნელოვანი მხარდაჭერის განხორციელება არის შესაძლებელი, რაც ასევე თქვენს გეგმაშია. ჩემი გამოსვლის ბოლოს მინდა მოგასმენინოთ უკრაინელი გოგონას, მარგარიტას სიმღერა, რომელიც მან შეასრულა მასთან ჩვენი ვიზიტის დროს. იგი პატარაა მაგრამ ამაყი და მამაცი უკრაინელი გოგოა, ამ სიამაყის საფუძველს მებრძოლი უკრაინელი ხალხი აძლევს”, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.