იაგო ხვიჩია: ჩემი აზრით, “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო სასამართლოს მოიგებს
ძალიან სახალისო იქნება გაგრძელება – საკუთარ პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივიან, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოსა და პრემიერის განცხადებებს შორის უზუსტობა დაინახა.
ხვიჩიას აზრით, მმართველი პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მოიგებს.
„ქართული ოცნების“ განცხადება სრულად წავიკითხე, პრემიერმინისტრს მოვუსმინე და შევამჩნიე მათ განცხადებაში უზუსტობა, რადგან ერთს სხვა პრეტენზია აქვს, მეორე მხარეს – სხვ. გადავწყვიტე, ამ პროცესს დავაკვირდე, რადგან მგონია, რომ ძალიან სახალისო იქნება გაგრძელება – საკუთარ პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივიან. მათ შორის ეს ყველაფერი როდის დაიწყო, არ ვიცით, მაგრამ პრეზიდენტის წინააღმდეგ განცხადებებს ვხედავთ, რაც თავისი შინაარსით მიმართულია „ქართული ოცნების“ ნებისმიერი წევრის მიმართ, ვინც საჯარო სივრცეში საუბარში გადაწყვეტს. ეს არის ჭკუის სწავლების მცდელობა დანარჩენი თანაგუნდელებისთვის და არამხოლოდ პრეზიდენტისთვის. ჩემი აზრით, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს მოიგებს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ცნობისთვის, “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ დღეს განცხადება გაავრცელა, რითაც საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გუშინდელ გამოსვლას გამოეხმაურა. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ისინი იძულებულები არიან პრეზიდენტს, მისი არაკონსტიტუციური ქმედებების გამო, საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლონ.