ირაკლი ქადაგიშვილი: თანხმობა და ერთობა კარგია, მაგრამ ამ თანხმობას რაიმე კონკრეტული მყარი საფუძველი უნდა ჰქონდეს

“თანხმობა და ერთობა კარგია, მაგრამ ამ თანხმობას რაიმე კონკრეტული მყარი საფუძველი უნდა ჰქონდეს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა პრეზიდენტის წლიურ ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, თანხმობა ბევრ საკითხზე მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ ოპოზიცია დღის წესრიგს შეიცვლის.

„რა თქმა უნდა, თანხმობა და ერთობა კარგია, მაგრამ ამ თანხმობას რაიმე კონკრეტული მყარი საფუძველი უნდა გააჩნდეს. თუ ოპოზიცია საკუთარ რადიკალურ დღის წესრიგს მოხსნის, რომელიც თავიდან ბოლომდე აწყობილია რევოლუციასა და სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლაზე, ასევე საქართველოსთვის ძირისგამომთხრელ საქმიანობაზე და საუბარი იქნება მხოლოდ პოლიტიკური ბრძოლის დემოკრატიულ საპარლამენტო ფორმებზე, რა თქმა უნდა, თანხმობა ბევრ საკითხზე შეიძლება, იყოს გამოძებნილი, მათ შორის, ისეთ საკითხზე, როგორიც არის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ მთავრობას და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მიმართა, გამოიყენონ ყველა ძალისხმევა, რათა ერთიანი პოზიციების ჩამოყალიბება შეძლონ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხსა და უკრაინასთან მიმართებით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები