მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგს ორი კანონპროექტი დაემატა

ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, სხდომის წამყვანმა, დავით სერგეენკომ ბიუროს წევრებს მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები გააცნო.
დღის წესრიგს, მეორე მოსმენით განსახილველად ორი კანონპროექტი დაემატა.

დეპუტატები იმსჯელებენ საქართველოს კანონის პროექტზე „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“. პროექტით მომხმარებლის უფლებების დაცვის ზოგადი პრინციპები განისაზღვრება. მეორე მოსმენით განიხილება ასევე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი. რომლითაც ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების შესაბამისი პირისთვის ჩაბარებისა და აღსრულებისას, შეღავათით სარგებლობის წესები და პირობები განისაზღვრება.

სხდომის დასასრულ, ბიუროს წევრები საორგანიზაციო საკითხებს გაეცნენ, რომლებიც რამდენიმე კანონპროექტის განხილვის ვადის გაგრძელებას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები