აშშ: ფხენიანი ბალისტიკური იარაღის ტესტისთვის ემზადება
აშშ-ის ხელისუფლებას აქვს მონაცემები იმის შესახებ, რომ ფხენიანი ემზადება ბალისტიკური იარაღის მორიგი ტესტისთვის ამ კვირაში. ამის შესახებ სააგენტო yohanp წერს.
გამოცემის ცნობით, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, ჯეიკ სალივანი ორშაბათს ჩინელ იან ჯიეჩის შეხვდა, რომელიც ჩინეთის სათემო პარტიის პოლიტბიუროს წევრი და საგარეო საქმეთა კომისიის ოფისის დირექტორია. შეხვედრაზე მათ სხვადასხვა აქტუალური საკითხი, მათ შორის, ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური იარაღის ტესტირება განიხილეს.
როგორც სააგენტოს აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენელმა ანონიმურად უთხრა, შეხვედრა “ინტენსიური” იყო და 7 საათს გაგრძელდა.
„ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი დირექტორ იანგს მკაფიოდ ესაუბრებოდა არა მხოლოდ იმ შეშფოთებაზე, რომელიც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებობს, არამედ იმ ნაბიჯებზეც, რომლებიც ჩვენ გვჯერა, რომ აუცილებელია ამ მომენტში და იმ სამუშაოზე, რომელზეც ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ ჩინეთთან თანამშრომლობას“, – თქვა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
თეთრი სახლი კი ჩრდილოეთ კორეის ამ ქმედებებს ესკალაციას უწოდებს. როგორც თეთრი სახლის პრესსპიკერმა, ჯენ პსაკმა განაცხადა, ბოლო 4 პრეზიდენტის განმავლობაში ფხენიანმა არაერთხელ გამოცადა ბალისტიკური იარაღი. ამავდროულად, ჩრდილოეთ კორეა ამტკიცებს რომ მიმდინარე წელს უკვე 9 ტესტი ჩაატარეს, მათ შორის, 7 – იანვარში, ორი კი – 27 თებერვალსა და 5 მარტს.