საქართველოში კორონავირუსს კიდევ 16 ადამიანი ემსხვერპლა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 16 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის კიდევ 1 716 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 1 551 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 637 691 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 590 380, გარდაიცვალა 16 585 პაციენტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები