ოთარ ანგურიძე: საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები უმჯობესდება და საგარეო ვაჭრობა თვიდან თვემდე რეკორდებს ხსნის

„მიუხედავად რეგიონში არსებული დაძაბულობისა, საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები უმჯობესდება და საგარეო ვაჭრობა თვიდან თვემდე რეკორდებს ხსნის. მიმდინარე წელს იანვარ-თებერვალში საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ 2,5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 49,2%-ით მეტია.სადაც ექსპორტმა შეადგინა 760 მლნ აშშ დოლარი და 54%-ით არის გაზრდილი, ხოლო იმპორტი გაიზარდა 47%-ით და 1,78 მლრდ აშშ დოლარი დაფიქსირდა,” – აღნიშნა თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე,  ოთარ ანგურიძემ “ფეისბუქ” გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.
მისი ინფორმაციით, 2021 წელი საგარეო ვაჭრობისათვის და განსაკუთრებით ექსპორტის ნაწილში იყო რეკორდული, რაც ცალსახად მთავრობის მიერ შემუშავებული ეკონომიკური პოლიტიკის დამსახურებაა, რომლითაც ხელს უწყობს ადგილობრივი წარმოებების განვითარებასა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობას.
„პოლიტიკური დივერსანტების ძალიან დიდი მცდელობისა, რომ ქვეყანამ უკან დაიხიოს და ვერ მიაღწიოს წარმატებას – უშედეგოა და ყოველი ახალი სტატისტიკური მაჩვენებლის მიხედვით, რომლებიც ქვეყნდება, საქართველოს მაკროეკონომიკური სურათი ყოველ თვე იცვლება და უმჯობესდება,“ – აღნიშნა ოთარ ანგურიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები