არჩილ თალაკვაძე: ეს არის საპარლამენტო ცხოვრებაში ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დღე, როცა პარლამენტი უსმენს საქართველოს პრეზიდენტს
“ეს არის საპარლამენტო ცხოვრებაში ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დღე, როცა პარლამენტი უსმენს საქართველოს პრეზიდენტს”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მოლოდინია, რომ პრეზიდენტის მოხსენებაში ყველა მნიშვნელოვან საკითხზე გამახვილდება ყურადღება.
“ჩვენ ველით პრეზიდენტის მოხსენებაში ინფორმაციას და აქცენტებს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან, უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით, ველით ასევე ანგარიშს თუ რა საერთაშორისო ნაბიჯები და კომუნიკაცია ჰქონდა საქართველოს პრეზიდენტს როგორც ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე საერთაშორისო სარბიელზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და რასაკვირველია, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის საქართველოს დემოკრატიული რეფორმები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, ეკონომიკის აღდგენა პოსტპანდემიურ პერიოდში, ამ საკითხებზე მოვისმენთ პრეზიდენტის ანგარიშს”,- განაცხადა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტს წლიური მოხსენებით დღეს მიმართავს.