საქართველოში კორონავირუსის 466 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 944 პაციენტი

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 466 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში 2 944 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 15 პაციენტი.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია:დღიური – 8,9%, ბოლო 14 დღის – 15,34%, ბოლო 7 დღის – 12,36%.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 635 975 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 588 829, გარდაიცვალა 16 569 პაციენტი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები