გივი მიქანაძე: გვაქვს იმის რწმენა, რომ პარლამენტი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეზოლუციას ერთობლივად მიიღებს

მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა გამოხატოს ამ რეზოლუციისადმი მხარდაჭერა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველ გუნდში იმედოვნებენ, რომ საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებასთან დაკავშირებით მომზადებულ რეზოლუციის პროექტს პარლამენტში ოპოზიციის მხარდაჭერით, ერთობლივად მიიღებენ.

„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ როგორც საკომიტეტო მოსმენაზე იყო ამ დოკუმენტის ერთიანი მხარდაჭერა, ასევე, გვაქვს იმის რწმენა, რომ პარლამენტი ერთობლივად მიიღებს ამ რეზოლუციას, რაც იქნება მტკიცე განაცხადი იმისა, რომ პოლიტიკური სუბიექტები საქართველოში, სხვადასხვა საკითხთან მიმართებით განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპულ ოჯახში“, – განაცხადა მიქანაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტი, საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებასთან დაკავშირებით მომზადებულ რეზოლუციის პროექტს მიმდინარე კვირაში განიხილავს და მიიღებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები