„სანქციები არაეფექტურია“  – მსოფლიო ლიდერების აღიარება მიწასთან გასწორებული უკრაინის ფონზე

უკრაინა მეჩვიდმეტე დღეა რუსეთის თავდასხმებს იგერიებს. რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების გრძელი სია კი ომს ვერ აჩერებს. რუსულ აგრესიას უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქეები, ბავშვები ეწირებიან, ქვეყანას უკვე მილიონობით ლტოლვილი ჰყავს და ოკუპანტი ქვეყანა კვლავ განაგრძობს უკრაინაზე თავდასხმებს. სანქციების არაეფექტურობასა და რუსეთის აგრესიის სავალალო შედეგებზე მსოფლიოს არაერთი ლიდერი უკვე ღიად ალაპარაკდა. ისინი ერთხმად თანხმდებიან, რომ სანქციებით რუსეთს ისეთ დიდ ზიანს ვერ მიაყენებენ, როგორც საკუთარ ქვეყნებს.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ სანქციები საკმარისი რომ იყოს, თავდასხმა უკვე შეჩერებული იქნებოდა და დასავლეთს მეტი მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

დასავლეთი კი სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში რუსეთის აგრესიას აქტიურად განიხილავს. განხილვებს შორის მსოფლიოს ლიდერები პერიოდულად საკუთარ შეცდომებსაც აღიარებენ, ზოგიერთ შემთხვევაში არ უერთდებიან სანქციებს, უფრო ეფექტურ ეკონომიკურ ზეწოლაზე მსჯელობენ და მსოფლიოს ახალ-ახალ გადაწყვეტილებებს ამცნობენ.

ამასთან, უკვე ცნობილია, რომ ევროკავშირის ლიდერებმა კიევის მოთხოვნა ბლოკში სწრაფი გაწევრიანების შესახებ არ მიიღეს. მართალია მათ ერთხმად დაგმეს რუსეთის მიერ უკრაინისთვის მიყენებული „აღუწერელი ტანჯვა“, მაგრამ ნათლად განაცხადეს, რომ უკრაინას ევროკავშირში ნაჩქარევად გაწევრიანების უფლება არ მიეცემა.

კვირამერთად შეკრიბა მსოფლიო ლიდერთა ბოლოდროინდელი შეფასებები, თუ რას აცხადებენ ისინი სანქციებთან დაკავშირებით, რა პოზიციებს აფიქსირებენ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე, როგორია მათი ხედვა და რა შეცდომებს აღიარებენ ისინი.

ვერსალში გამართულ ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის შემდეგ, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა  ყურადღება გაამახვილა ევროპის ენერგოდამოუკიდებლობაზე, რაც მისი თქმით, ევროკავშირის მომავლისა და უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„ჩვენი მორალური ვალდებულებაა, მოვიპოვოთ დამოუკიდებლობა რუსული გაზისგან მარაგის დივერსიფიცირებით, რადგან სტრატეგიული ამოცანაა ჩვენი დამოუკიდებლობისთვის, ამაზე დამოკიდებულია ჩვენი დამოუკიდებლობაც და ჩვენი მომავალიც. ჩვენ განვიხილავთ ახალ გეგმას, რათა სამომავლოდ ეს პრობლემა გადავჭრათ. ჩვენი ამოცანაა, გეგმა მომავალი ზამთრისთვის შევიმუშაოთ“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

აღნიშნულ საკითხზე მკაფიო მესიჯი დააფიქსირა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმაც.

ემანუელ მაკრონი: ვირუსი ჩვენთან სულ მცირე 2021 წლის ზაფხულამდე იქნება |  imedinews„ევროპულმა საბჭომ უკრაინის ევროპული გზის შესახებ მკაფიო და ძლიერი მესიჯი დააფიქსირა. ეს მესიჯი ერთმნიშვნელოვანია. თუმცა, შეგვიძლია თუ არა დაჩქარებული და განსაკუთრებული პროცედურა გვქონდეს ომში მყოფი ქვეყნისთვის ყოველგვარი კრიტერიუმების გათვალისწინების გარეშე? პასუხია – არა. შეგვიძლია დავივიწყოთ მეზობელი მოლდოვა, რომლის ტერიტორიაზე გარე ძალები იმყოფებიან, რომელიც რუსულ გაზზეა დამოკიდებული? პასუხია – არა. ამ ომის გამო, შეგვიძლია დავივიწყოთ ის პროცესი, რომელშიც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები წლებია იმყოფებიან და რომლებსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ და რომლებსაც გეოპოლიტიკური დესტაბილიზაცია ეხებათ? პასუხია – არა. გუშინ მკაფიო მესიჯი დავაფიქსირეთ: უკრაინის გზა ჩვენთან ერთადაა, ჩვენი ოჯახი თქვენი ოჯახია“, – აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა ხორვატიის პრემიერ-მინისტრმაც შეაფასა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამის შესაძლებლობა ახლა არ არსებობს: ”არავინ შემოსულა ევროკავშირში ღამით” – თქვა  ანდრეი პლენკოვიჩმა.

ოლაფ შოლცი გერმანიის ფედერალურ კანცლერად ოფიციალურად აირჩიესდაჩქარებულ პროცედურაზე უარს ამბობს გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლციც.

,,ძალიან მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ იმის განხორციელება, რაც წარსულში ნამდვილად გადავწყვიტეთ. ეს არის კურსი, რომელსაც უნდა მივყვეთ“.

ამასთან, შოლცმა ასოცირების შეთანხმება გაიხსენა რომელიც ევროკავშირმა და უკრაინამ 2017 წელს გააფორმეს და რომელიც მიზნად ისახავს პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას.

თავის მხრივ, ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრმა მარკ რიუტემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა მოკლევადიან პერიოდში არ არსებობს.

მან თქვა: ”ევროპის დასავლეთ ნაწილის ყველა ქვეყანა, რომლებსაც მე ვესაუბრები, ამბობს, რომ არ უნდა ეცადონ გამოიყენონ სწრაფი პროცედურა ან დაჩქარებული გაწევრიანების პროცესი…

„მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ მოითხოვა ევროკავშირის წევრობა… არ არსებობს სწრაფი პროცედურა, რომ გახდე ევროკავშირის წევრი“, – ასეთია მარკ რიუტეს პოზიცია.

მარინა კალიურანდი: ვემხრობი ODIHR-ის შეფასებას, რომ არჩევნები სამართლიანი  და დემოკრატიული იყო„პარიზში კლასიკური ევროკავშირი ვნახეთ. ბუნდოვანი, ძნელად გასაგები განცხადება, სადაც გაკვრითაც კი არ არის ნახსენები უკრაინის კანდიდატობის სტატუსი“, – აცხადებს ევროპარლამენტარი, ესტონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მარინა კალიურანდი „რადიო თავისუფლებასთან“.  ინტერვიუში ის უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას მიმართ ევროპის მორალურ ვალდებულებაზეც საუბრობს.

გერმანიამ და ნიდერლანდებმა რუსეთიდან ნავთობის იმპორტის სრულად აკრძალვის წინადადებაზე უარი თქვეს. აქვე, ისიც უნდა ითქვას, რომ რუსულ გაზზე გერმანიის დამოკიდებულება ძალიან მაღალია: მიწოდებასთან დაკავშირებით, რუსეთის ნებისმიერმა შეზღუდვამ მას შეიძლება მეტად რთული სიტუაცია შეუქმნას.

ჩრდილოეთის ნაკადი 2"- პროექტისგან მომავალი საფრთხეები და ამერიკის საპასუხო  ნაბიჯებითუ დასავლეთი რუსული ნავთობის მიწოდებაზე სანქციებს დააწესებს, რუსეთი გერმანიას მთავარი გაზსადენის დახურვით ემუქრება. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, რუსეთიდან გერმანიისკენ გამავალი გაზსადენის – „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ სერტიფიცირება შეჩერდა, თუმცა რუსული გაზი მთელ მსოფლიოს სხვა მარშრუტებით მაინც მიეწოდება.

თუმცა, მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა რუსულ ნავთობზე აკრძალვა დააწესეს, ზეწოლა გაიზარდა გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის მთავრობასა და G7-ის სხვა წევრებზე.

კლიმატის აქტივისტთა, აკადემიკოსთა, ავტორთა და მეცნიერთა ფართო ჯგუფმა გერმანიის მთავრობის მისამართით ღია წერილიც გამოაქვეყნა, სადაც ისინი რუსული ენერგეტიკის სრულად აკრძალვას მოითხოვენ. „წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ყველა ვაფინანსებთ ამ ომს“, – ასეთია გერმანიის ავტორიტეტული საზოგადოებრივი ჯგუფების აზრი.

ჯერჯერობით, შოლცის მთავრობა ურყევ პოზიციაზეა და თავის მოქალაქეებს არწმუნებს, რომ სანქციები სირთულეებს მათსავე ქვეყანაში გამოიწვევს.

“ჩვენ არ უნდა აღმოვჩნდეთ ისეთ სიტუაციაში, რომ ექთნები და მასწავლებლები ელექტროენერგიის გათიშვის გამო ვერ მივიდნენ თავიანთ სამსახურებში… ასე პუტინი თავისი ბრძოლის ნაწილს მოიგებს, რადგან სხვა ქვეყნებში ქაოსს შექმნის,“ – თქვა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბაერბოკმა.

Hungary will not support sanctions on Russia covering oil, gas imports: Premierუნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მხარს არ უჭერს რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო სანქციებს. მისი თქმით, ომის რაც შეიძლება მალე დასრულება ყველას ინტერესშია და მისი ქვეყანა ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.

ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთი გმობს რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებას, მაგრამ არ დაუშვებს რომ უნგრულმა ოჯახებმა „ომის ფასი გადაიხადონ“.

მისი თქმით, უნგრეთი ნავთობისა და ბუნებრივი აირის უმეტეს ნაწილს რუსეთიდან ყიდულობს,  უნგრელი ოჯახების 90% სახლებს გაზით ათბობს და დასძინა, რომ უნგრეთის ეკონომიკა ნავთობისა და გაზის გარეშე ვერ იმუშავებს.

ამასთან, ცნობილია, რომ ორშაბათს, უნგრული ვალუტა ევროსთან მიმართებაში რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა.

იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი კატეგორიულად ეწინააღმდეგება რუსეთის შეჭრას უკრაინაში,  თუმცა აქვე აღიარებს, რომ ქვეყნის დამოკიდებულება რუსულ გაზზე მას რთულ მდგომარეობაში აყენებს. აღსანიშნავია, რომ იტალია მოხმარებული გაზის 95%-ის იმპორტს ახორციელებს, საიდანაც დაახლოებით 45% რუსეთზე მოდის.

დრაგი ცდილობს რუსულ გაზზე იტალიის დამოკიდებულება შეამციროს, ამიტომ სანქციებს მხოლოდ კონკრეტულ სექტორებს უწესებს, თუმცა არა ენერგეტიკის სფეროში.

Italy: PM-designate Draghi secures support of two rival parties | News | DW  | 06.02.2021„იტალიის გაცხადებული მიზანია, შეამციროს დამოკიდებულება რუსულ გაზზე, რაც შეიძლება სწრაფად, ეს არ არის მარტივი ამოცანა, მაგრამ ის უნდა შესრულდეს”, – განაცხადა დრაგიმ იტალიის პარლამენტში გამოსვლისას და დასძინა: “ჩვენი უსაფრთხოება და ჩვენი თავისუფლება საფრთხეშია.”

სანამ იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლუიჯი დი მაიო ზეწოლას ახორციელებდა ბრიუსელზე, რათა რუსეთი SWIFT-ის საბანკო ქსელიდან გაეთიშათ ეკონომიკის მინისტრი დანიელ ფრანკო იტალიის დასავლელ მოკავშირეებს აფრთხილებდა, რომ „ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის იტალია, რუსული ბუნებრივი აირის ყიდვას გააგრძელებს.“

ხორვატიის პრეზიდენტმა მილანოვიჩმა კი განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს და განმარტა, რომ სხვა ალტერნატივა არ არსებობს, თუმცა, მას არ სჯერა, რომ სანქციები ეფექტური იქნება.

Croatian President Says Sanctions Against Russia NecessaryCroatian President Says Sanctions Against Russia Necessary„სანქციები აუცილებელია, სხვა ალტერნატივა არ არსებობს”, – თქვა მან პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ “სამწუხაროდ, სანქციები არ მუშაობს” და არ შეაჩერებს რუსეთის ჯარს.

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინაში შექმნილი ვითარება სერიოზულია, თუმცა ხორვატიისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა.

“ეს არასასიამოვნო სიტუაციაა, მაგრამ შეგიძლიათ მშვიდად იყოთ”, – მიმართა მილანოვიჩმა ქვეყნის მოსახლეობას.

ცნობილია, რომ რამდენიმე სახელმწიფომ რუსეთისთვის მკაცრი სანქციების დაწესებისგან თავი შეიკავა. მაგალითად, ინდოეთმა უარი თქვა რუსეთთან იარაღის შეთანხმების გაუქმებაზე, მექსიკამ განაცხადა, რომ სანქციებს არ დააწესებს, ბრაზილია კი აცხადებს, რომ ნეიტრალურ პოზიციას იკავებს.

როგორია თავად უკრაინის პრეზიდენტის პოზიცია?

ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანულ გამოცემა Zeit-თან ინტერვიუში საკმაოდ ხისტი პოზიცია გამოხატა და აღნიშნა:

This handout video grab taken and released by the Ukraine Presidency press service on March 7, 2022 shows Ukrainian President Volodymyr Zelensky speaking in the capital KyivThis handout video grab taken and released by the Ukraine Presidency press service on March 7, 2022 shows Ukrainian President Volodymyr Zelensky speaking in the capital Kyiv„სანქციები საკმარისი რომ იყოს, თავდასხმა უკვე შეჩერებული იქნებოდა. რუსული ნავთობი და გაზი კვლავ დასავლურ ბაზარზე იყიდება. სხვადასხვა მიზეზს ამოფარებული დასავლური კომპანიები რუსულ ბაზარზე კვლავ რჩებიან. დიახ, სანქციები დაწესებულია და ჩვენ ამისთვის მადლიერნი ვართ, თუმცა, ჩვენ ისეთი თავდასხმის წინაშე ვდგავართ, რომელიც მესამე მსოფლიო ომის ყველაზე ცუდ მხარეს ჰგავს. სწორედ ამიტომ, საჭიროა, რომ სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდეს.“ – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტი ნატოს ლიდერებს იმის გამოც აკრიტიკებს, რომ მათ რუსეთს საჰაერო სივრცე არ დაუხურეს. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დასავლეთის მხრიდან უმოქმედობამ და ჩაურევლობამ ქალაქებისა და სოფლების დასაბომბად რუსეთსმწვანე შუქიაუნთო.

შეგახსენებთ, რომ ნატო ამტკიცებს, რომ ეს ნაბიჯი მოსკოვთან დაპირისპირებას გამოიწვევს. ვლადიმირ პუტინმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც უკრაინის თავზე საფრენ ზონას დახურავს, ომში ჩართულ მხარედ მიიჩნევა. დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე კი რუსეთის ლიდერმა მკაფიოდ განმარტა, რომ ეს მისი ქვეყნის წინააღმდეგ “ომის გამოცხადებას ჰგავს“.

ზელენსკი აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება მოსაზრებას, თითქოს ამ ქმედებამ, შესაძლოა, ნატოს წინააღმდეგ რუსეთის პირდაპირი აგრესია გამოიწვიოს. მან ასევე განაცხადა, რომ დასავლური თავშეკავებულობა იმაზე მიუთითებს, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლას ყველა არ თვლის ევროპის ნომერ პირველ ამოცანად“.

ამ დღიდან, ყველა ადამიანი, ვინც დაიღუპება, თქვენს გამო დაიღუპება, თქვენი სისუსტის გამო, თქვენი ერთობის არქონის გამო“, – თქვა ზელენსკიმ, რომელსაც აშკარად განაწყენებული ტონი ჰქონდა.

ზელენსკიმ ევროპის რამდენიმე ქალაქში მისი ქვეყნის მხარდამჭერ აქციებზე გამოსულ მოსახლეობასაც მიმართა, მათ შორის, პრაღაში ჩეხებს და თბილისში ქართველებს.

თუ უკრაინა არ გადარჩება, მთელი ევროპა ვერ გადარჩება“, – ასეთია ზელენსკის პოზიცია.

უმოქმედობის გამო პრეზიდენტმა ზელენსკიმ ნატოც გააკრიტიკა. მან განაცხადა, რომ ის აღარ ითხოვს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, რადგან “ეს დელიკატური საკითხია.

„ნატო არ არის მზად უკრაინის მისაღებად“, – აღნიშნა ზელენსკიმ ABC News-თვის მიცემულ ინტერვიუში. „ალიანსს ეშინია საკამათო საკითხების და რუსეთთან დაპირისპირების“, – დასძინა მან.

თუმცა, ზელენსკი ერთადერთი არ არის, ვინც საერთაშორისო თანამეგობრობის კრიტიკით გამოდის. ახლახან, თურქეთის პრეზიდენტმა ევროპელ ლიდერებს მიმართა და ისინი არადიპლომატიურ ნაბიჯებში დაადანაშაულა, რის შედეგადაც „უკრაინა მარტო დარჩა“

Live updates: Ukraine says shelling damaged cancer hospital - KTAR.com„თურქეთი არის როგორც შავი ზღვის, ისე ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყანა. უკრაინა და რუსეთი ჩვენი მეგობრები და მეზობლები არიან. ვწუხვართ, რომ ჩვენს მეზობლებს შორის კრიზისი ცხელ ომში გადაიზარდა. დაძაბულობა ამ ეტაპამდეც ჩვენ ყველაზე მეტად გვაწუხებდა. ვწუხდით, ვშფოთავდით, არ შეგვიძლია გავამართლოთ აგრესიის აქტი დამოუკიდებელი ქვეყნის სუვერენიტეტის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენი მეზობელია. ვგმობთ არალეგიტიმურ ნაბიჯებს, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს, განსაკუთრებით ყირიმის ანექსიას. ჩვენ მკაფიო პოზიციას გამოვხატავდით 2014 წლიდან, ღიად და ყველა პლატფორმიდან ვსაუბრობდით ამაზე. 2014 წელს მთელი მსოფლიო და დასავლეთი რომ ამის წინააღმდეგ გამოსულიყო, შევეჯახებოდით კი დღეს ამ პრობლემას? გეკითხებით. ყირიმის ოკუპაციის დროს დუმდნენ ისინი, ვინც დღეს რაღაცას ამბობს. დღეს ვწუხვართ და გუშინ სხვა რეგიონში იგივე პრობლემა არ გვაწუხებდა? რა მსოფლიოა ეს. სამწუხაროდ, ამ საერთაშორისო თანამეგობრობამ არ გამოიჩინა სათანადო წინდახედულობა და არ გადადგა შესაბამისი ნაბიჯები ამის აღმოსაფხვრელად. უკრაინა მარტო დარჩა. დღეს ჩვენ ვაწყდებით იმ პროცესის დამანგრეველ და მტკივნეულ შედეგებს, რომლის გადაჭრაც, ძლიერი ნების გამოხატვის შემთხვევაში, დიპლომატიური გზებით შეიძლებოდა“, – განაცხადა ერდოღანმა.

თავის მხრივ, ცოტა ხნის წინ, საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ მკაფიო უკმაყოფილება გამოხატეს განვითარებადი ქვეყნების წარმომადგენლებმა. ისინი თვლიან, რომ საერთაშორისო საზოგადოება ბევრად უფრო სწრაფად გაერთიანდა ევროპაში მიმდინარე კონფლიქტის გამო, ვიდრე აფრიკაში, აზიასა და დასავლეთში.

ეს ღია უკმაყოფილება მათ ჯერ კიდევ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციაზე ხმის არ მიცემით ან/და თავის შეკავებით გამოხატეს. რეზოლუციას, რომელიც რუსეთის აგრესიას გმობს, მხარი 141-მა ქვეყანამ დაუჭირა, თავი შეიკავა 35-მა, წინააღმდეგ კი ხუთი ქვეყანა იყო.

რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა ჩრდილოეთ კორეამ, ერითრეამ, სირიამ, რუსეთმა და რუსეთის მოკავშირე – ბელორუსმა.

იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც თავი შეიკავეს, იყვნენ ერაყი, ირანი, ინდოეთი, პაკისტანი და ჩინეთი. ზოგიერთმა ქვეყანამ, მათ შორის ჩინეთმა, სამხრეთ აფრიკამ და ირანმა აღნიშნეს, რომ რეზოლუცია წარდგენილი იყო ყველა წევრი ქვეყნის სრული კონსულტაციისა და თანხმობის გარეშე და, შესაბამისად, ის საფრთხეს უფრო უქმნიდა კრიზისს, ვიდრე დეესკალაციას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები