კიევთან ნავთობის ბაზა იწვის

კიევთან ახლოს მდებარე ქალაქ ვასილკოვოში ნავთობის ბაზა იწვის. ამის შესახებ სააგენტო „უნიანი“ კიევის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ალექსეი კულებაზე დაყრდნობით წერს.

„ვასილკოვოში ავიადარტყმის შედეგად იწვის ნავთობის ბაზა. ოკუპანტების თვითმფრინავებმა ღამით ცეცხლი გაუხსნეს ნავთობის ბაზას“, – აცხადებს კულება.

კიევის ოლქის პოლიციის ცნობით, ქალაქ ვასილკოვოს აეროდრომის მიმართულებით მიტანილი ავიაიერიშის დროს სულ მცირე ექვსი რაკეტა ჩამოაგდეს.

ადგილზე მუშაობენ მაშველები. ჯერ უცნობია, დაზიანდა თუ არა საცხოვრებელი სახლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები