კანადამ რომან აბრამოვიჩის, ასევე, პუტინის უახლოესი გარემოცვის ბიზნესმენებს სანქციები დაუწესა
კანადამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა მორიგი რაუნდი გამოაცხადა, რომელიც შეეხო, მათ შორის, ოლიგარქ რომან აბრამოვიჩს და რუსეთის სამხედრო სექტორთან დაკავშირებულ 32 კომპანიას.
გარდა ამისა, კანადამ რუსეთიდან გარკვეული ტიპის ნავთობპროდუქტების იმპორტი აკრძალა.
ამის შესახებ ინფორმაცია კანადის მთავრობის ვებგვერდზეა განთავსებული.
სანქციები შეეხო “როსნეფტს” და “გაზპრომს”. ასევე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, საგარეო დაზვერვის სამსახურის, სარაკეტო – კოსმოსურ ცენტრს “პროგრესი” და ყაზანის ვერტმფრენის ქარხანას.
გარდა ამისა, სიაშია ავიამშენებელი კორპორაცია „ირკუტი“; გემთმშენებელი საწარმო Адмиралтейские верфи, და ჰოლდინგი Вертолеты России.
აღსანიშნავია, რომ ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი ფლობს 28%-იან წილს მეტალურგიულ კომპანია Evraz-ში, რომელიც დასავლეთ კანადაში ოპერირებს.