რუსეთში Instagram-თან წვდომა შეიზღუდება

“როსკომნადზორი”, გენერალური პროკურატურის შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე, რუსეთში სოციალურ ქსელ Instagram-თან წვდომას შეზღუდავს.

ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

აღინიშნება, რომ “სოციალურ ქსელ “ინსტაგრამში” რუსეთში მოქალაქეების, მათ შორის, სამხედროების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებებისკენ მიმართული მასალები ვრცელდება”.

დღეს რუსეთის პროკურატურამ მიმართა სასამართლოს, რომ Facebook-ის, Instagram-ის და WhatsApp-ის მფლობელი კომპანია Meta რუსეთის ტერიტორიაზე ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადდეს და ქვეყნის ტერიტორიაზე შეწყდეს მისი საქმიანობა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე “ამერიკული კომპანია Meta-ს თანამშრომლების წინააღმდეგ, რუსეთის მოქალაქეების მიმართ მკვლელობისა და ძალადობის უკანონო მოწოდებებთან დაკავშირებით”.

მანამდე, გახდა ცნობილი, რომ Facebook-ი და Instagram-ი ზოგიერთი ქვეყნის მომხმარებლებს დროებით მისცემს საშუალებას, განათავსონ სიძულვილის ენის შემცველი მოწოდებები რუსებისა და რუსი ჯარისკაცების მიმართ, უკრაინაში შეჭრის კონტექსტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები