ერდოღანი: ყირიმის ანექსიაზე მსოფლიოს სწორი რეაქცია რომ ჰქონოდა, დღეს ამ სიტუაციაში არ ვიქნებოდით

2014 წელს, ყირიმის ანექსიაზე მსოფლიოს სწორი რეაქცია რომ ჰქონოდა, დღეს ამ სიტუაციაში არ ვიქნებოდით, – ასე მიმართა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ თაიპ ერდოღანმა მსოფლიოს ლიდერებს დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, თავის დროზე მსოფლიომ უკრაინა მარტო დატოვა.

“ჩვენ შეშფოთებულები ვართ ჩვენს მეზობლებს შორის შეიარაღებული კონფლიქტის გამო, ამავე დროს, ჩვენ ვგმობთ უკანონო ქმედებებს, რომლებიც უგულებელყოფს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. განსაკუთრებით კი, ყირიმის უკანონო ანექსიას.
2014 წლის შემდეგ, ჩვენ ყოველთვის ნათელ პოზიციას ვაფიქსირებდით ამასთან დაკავშირებით. 2014 წელს, როდესაც ყირიმის ანექსია მოხდა, მსოფლიოს რომ სწორი ნაბიჯები გადაედგა, არ მგონია, დღეს ასეთ სიტუაციაში ვყოფილიყავით.
ხალხი, რომელმაც მაშინ არაფერი გააკეთა, დღეს გამოდის და ლაპარაკობს. სამწუხაროდ, თავის დროზე არ იქნა მიღებული საჭირო ზომები, რომ ასეთი უსამართლობა არ ყოფილიყო და უკრაინა მარტო დატოვეს”, – თქვა ერდოღანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები