პუტინი: საბჭოთა კავშირი მთელი დრო ნამდვილად ცხოვრობდა სანქციების ქვეშ და ვითარდებოდა
საბჭოთა კავშირი მთელი დრო ნამდვილად ცხოვრობდა სანქციების ქვეშ და ვითარდებოდა, აღწევდა კოლოსალურ წარმატებებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრის დროს განაცხადა.
პუტინის თქმით, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები რუსეთისთვის ახალ შესაძლებლობებს იძლევა, რომ ტექნოლოგიურ-ეკონომიკური სუვერენიტეტი გააძლიერონ.
“ახლა ეკონომიკას მასობრივად ურტყამენ, მაგრამ ბოლო წლების პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ სადაც დასავლელები შეზღუდვებს გვიწესებდნენ, ჩვენ იქ ახალი კომპეტენცია შევიძინეთ და აღვადგინეთ ძველი, ახალ ტექნოლოგიურ დონეზე. ეს ყველაფერი მუშაობს და, რა თქმა უნდა, ამ მხრივ უფრო ძლიერები გავხდებით. ეს არის შესაძლებლობის დრო, რომ ტექნოლოგიურ-ეკონომიკურ სუვერენიტეტზე ვიმუშაოთ”, – განაცხადა პუტინმა.