უკრაინის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი ოზურგეთიდანაც გაიგზავნება
ოზურგეთში, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა, რომელიც საქართველოს სახელით გაიგზავნება.
„მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და ბიზნესსექტორს, ვინც სურვილი გამოთქვა და სხვადასხვა სახის შემოწირულობა გაიღო. განვაგრძობთ ჰუმანიტარული დახმარების მობილიზებას ოზურგეთში უკრაინისთვის“ – განაცხადა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.