სოზარ სუბარი: ჩვენმა მეგობრებმა ყველაზე კარგად იციან, რა გადაიტანა საქართველომ, რა მდგომარეობაშია საქართველო
ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც არის განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზები, არის სრული მზადყოფნა, რომ ნებისმიერი საბაბი გამოიყენონ 2008 წლის ომის გასამეორებლად. ჩვენი მოვალეობა არის, სწორედ ეს კატასტროფა ავაცილოთ ქვეყანას თავიდან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
მისი თქმით, ჩვენმა პარტნიორებმა ყველაზე კარგად იციან, რა გადაიტანა და რა მდგომარეობაშია ახლა საქართველო.
“ჩვენმა მეგობრებმა ყველაზე კარგად იციან, რა გადაიტანა საქართველომ, რა მდგომარეობაშია საქართველო და სწორედ ამას ასახავდა ნედ პრაისის პასუხი. საქართველომ გადაიტანა 2008 წლის ომი და დღესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც არის განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზები, არის სრული მზადყოფნა, რომ ნებისმიერი საბაბი გამოიყენონ 2008 წლის ომის გასამეორებლად. ჩვენი მოვალეობა არის, სწორედ ეს კატასტროფა ავაცილოთ ქვეყანას თავიდან”, – განაცხადა სუბარმა.
ცნობისთვის, “მთავარი არხის” ჟურნალისტმა, დემნა დევდარიანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერ ნედ პრაისს ჰკითხა, თუ როგორ შეაფასებდა ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევასა და რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებას, რომ ისინი არაეფექტურია.