ჭიათურის მუნიციპალიტეტიდან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა
პრემიერის გადაწყვეტილებით, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულებისა და მთავრობის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა.
ჰუმანიტარული ტვირთი უკრაინაში ხვალ გაიგზავნება.
ჭიათურის მუნიციპალიტეტიდან,უკრაინელი მოსახლეობის დასახმარებლად, პირველი ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა.
ჰუმანიტარული დახმარების მიზნით, აქცია გრძელდება.
გახსნილია ანგარიში -300268800.
პარალელურად, დახმარების გაწევის მსურველებს შეუძლიათ სხვადასხვა ნივთების შეგროვება (ნებისმიერი არამალფუჭებადი პროდუქტის გარდა).
ამანათების მიტანას შემდეგ მისამართზე შეძლებთ: ნინოშვილის ქუჩა#7
ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობა,პირველი სართული.