საქართველოში ბოლო 24 საათში 20 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კიდევ 20 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 1 543 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 198 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 633 433 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 551 376, გარდაიცვალა 16 505 პაციენტი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები