ჩინეთი რუსეთში სმარტფონების მიწოდებას ანახევრებს
ჩინურმა სმარტფონების მწარმოებლებმა – Xiaomi-მ, Oppo-მ და Huawei-მ რუსეთში მიწოდება გაანახევრეს. ამის შესახებ გამოცემა Financial Times წერს.
როგორც კომპანიებში განმარტავენ, მიწოდების შემცირება რუბლის გაუფასურებასა და დასავლეთის სანქციებს უკავშირდება.
აღსანიშნავია, რომ რუსეთში სმარტფონების ბაზრის 60% ჩინურ ბრენდებს უკავია.